Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების "კოკაინი"

სამართალი
166
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  - 1989 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები