ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 8 პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული ი.მ., 1994 წელს დაბადებული ლ.ფ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2005 წელს დაბადებული ა.ჯ., 1993 წელს დაბადებული გ.ჩ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.მ., 2006 წელს დაბადებული ვ.შ., 1995 წელს დაბადებული ა.ო. და 1987 წელს დაბადებული შ.შ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მარიხუანა“, „ალფა-პვპ“, "კლეფედრონი" და "მეტადონი“.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


