Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალი
301
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა თბილისში, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნ.მ.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

პოლიციამ ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement