Logo

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
1498
Frontnews image description

პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

 

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი).

 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახით თავისუფლების 10 წლით  აღკვეთა განესაზღვრათ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement