“ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა, დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია”


ავტორი
Front News საქართველო
გარდაიცვალა გიორგი ახობაძის დედა, რომელსაც ის დაკავებამდე მარტო უვლიდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბორის ყურუა ავრცელებს.
“ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა.
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ, რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს.
საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან”, – წერს ყურუა.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7-8 დეკემბრის ღამეს დააკავეს.
თაგები:
გიორგი ახობაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს