
ავტორი
Front News საქართველო
ვიტოვებთ მცირე იმედს, რომ მერია გამოცვლის და აღარ იქნება ეს სამარცხვინო სლოგანი, რომელიც არის დაცინვა უკრაინელი ხალხის და შეურაცხყოფა თბილისის მცხოვრებლების, – ამის შესახებ „პარტიზანი მებაღეების“ დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მორიგი აქცია 9 დეკემბერს გაიმართება, როდესაც თბილისში საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების ანთება იგეგმება.
“მივმართავთ მერიას, მოუსმინოს ხალხის ხმას, მოხსნას ეს სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ და შეცვალოს. მოგვცეს საშუალება, რომ ვიაროთ თავაწეულებმა. გააკეთოს გამოკითხვა, თუ რა სლოგანი შეიძლება და რა იქნება მისაღები თბილისის მოსახლეობისთვის.
ჩვენ დღეს დავაანონსებთ აქციას 9 დეკემბერს. ვიტოვებთ მცირე იმედს, რომ მერია გამოცვლის და აღარ იქნება ეს სამარცხვინო სლოგანი, რომელიც არის დაცინვა უკრაინელი ხალხის და შეურაცხყოფა თბილისის მცხოვრებლების.
მერია, მოგმართავთ, 9 დეკემბრამდე გამოცვალოთ ან შეცვალოთ ეს სლოგანი, მოვალთ, დაგელაპარაკებით, თუ სურვილი გექნებათ და ერთად შევარჩიოთ სლოგანი, რომელიც მისაღები იქნება უმეტესი მოსახლეობისთვის, რაც არის, ეს დაუშვებელია, პირობას გაძლებთ რომ 9 დეკემბრის შემდეგ ეს სლოგანი აღარ იქნება“, – განაცხადა ფერაძემ.
თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საზოგადოების ნაწილმა ცინიკურად მიიჩნია. ამის გასაპროტესტებლად დღეს თბილისში აქცია გაიმართა.
თაგები:
ნატა ფერაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს