ნატალია გუმენიუკი – შტორმმა რუსებს კრეისერ “მოსკოვიდან” ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება არ მისცა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საზღვაო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსებმა კრესიერ „მოსკოვიდან“ შტორმის გამო ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოახერხეს. ამის შესახებ სამსახურის პრესმდივანმა ნატალია გუმენიუკმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამინდის არასათანადო პირობებმა ოკუპანტებს სამაშველო სამუშაოებში ხელი შეუშალა.
“დარტყმამ გამოიწვია საბრძოლო მასალის აფეთქება – და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ სხვა გემები დახმარებას, მაგრამ ბუნების ძალებიც კი უკრაინის მხარეს იყვნენ, რადგან ქარიშხალი მშვიდი სამაშველო ოპერაცია ან ეკიპაჟის ევაკუაცის საშუალებას არცერთს არ აძლევდა“, – განაცხადა გუმენიუკმა.
კრეისერი „მოსკოვი“ შავ ზღვაში მას შემდეგ ჩაიძირა, რაც მას უკრაინელი სამხედროების მიერ ნასროლი უკრაინული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ნეპტუნი“ მოხვდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს