ნატალია საბანაძე – ევროკავშირის დახმარების მიღებაზე უარს თავისთავად მივყავართ ურთიერთობების გაცივებამდე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე თავისთავად მივყავართ ურთიერთობების გაცივებამდე, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნატალია საბანაძე აცხადებს.
მისი თქმით, იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირის დახმარების მიმღებ ქვეყანათა პირველ სამეულშია, ასეთი ტიპის დახმარებაზე უარის თქმა მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმის მიზნით ხდება.
“ასეთი ტიპის დახმარებაზე უარის თქმა ლოგიკურად ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი წნეხი, რომელიც ამ ფულს მოყვება და არ გვინდა იმ პირობების შესრულება, რომელიც ამას მოყვება. ამას თავისთავად მივყავართ ურთიერთობის გაცივებამდე. საუბარია, სიმბოლურად, ჩვენს მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ ტვ “პირველის“ ეთერში. მისი თქმით, ეს არის სიგნალი ოპოზიციისთვის, რომელიც მოითხოვდა სანქციების დაწესებას.
“ეს არის გზავნილი ოპოზიციისთვის, რომ აზრი არ აქვს ამას, ეს ბერკეტი ჩვენზე არ მოქმედებს“, – განაცხადა საბანაძემ.
თაგები:
ნატალია საბანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს