ნატალია საბანაძე პარტიას “საქართველოსთვის“ შეუერთდა


ავტორი
Front News საქართველო
ნატა საბანაძე პარტიას “საქართველოსთვის“ შეუერთდა და საგარეო მიმართულებით გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან ნატალია საბანაძესთან ერთად შეხვდა.
“ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს – მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს