Logo

ნათია იოსელიანი – რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა

პოლიტიკა
352
Frontnews image description

რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში შეძლებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭის ყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

“რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში შეძლებენ მონაწილეობას. კენჭის ყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭის ყრა ელექტრონულად მიმდინარეობს გადასატან საარჩევნო ყუთში, არსებული ბიულეტენების ძირითად ყუთში მოთავსების დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური აპარატიდან, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ უბნებზე, ასევე გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლის პროცესი. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭის ყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები