
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ბატონი მამუკა იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ვხედავდით, რომ მის გუნდში ერთიანობა არ იყო იმ კოალიციის სუბიექტებს შორის, რა სუბიექტებიც შედიან ამ კოალიციაში და ეს იყო ძალიან ცხადი, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ხაზარაძემ კონსენსუსამდე დრო ითხოვა, ჯობდა, პროცესები იქვე დასრულებულიყო.
“ჩვენს მოლაპარაკებას რაღაც წინა პირობები, რომ – “შენ ამ კითხვებზე გამეცი პასუხი, მე ამაზე გაგცემ პასუხს” – არანაირი მსგავსი წინაპირობა არ იყო, რაც, მოგეხსენებათ, მეორე მხრიდან იყო. იმ დროს, როდესაც ბატონი მამუკა იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ვხედავდით, რომ მის გუნდში ერთიანობა არ იყო იმ კოალიციის სუბიექტებს შორის, რა სუბიექტებიც შედიან ამ კოალიციაში და ეს იყო ძალიან ცხადი.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისი დათმობა მოგვიწია ასე უპრობლემოდ. ჩვენ ნომერზე, ისტორიაზე და სახელზეც ვთქვით უარი, მაგრამ სასწორზე იმდენად დიდი რამ იდო, რომ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია ამაზე. მეორე საკითხია ის, რომ ბატონ მამუკას, ვინც ჰყავს კოალიციაში გვერდით, ამ ადამიანების თანხმობაც იყო საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როდესაც ამ ბარიერს წავაწყდით – მოლაპარაკებაზე დროის აღებისას, როცა კონსენსუსი მან ვერ მოიტანა, ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, იმიტომ, რომ როდესაც შიგნით ასეთი რყევები გაქვს პარტიაში, ეს არ არის მყარი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თაგები:
ნათია მეზვრიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს