
ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან ვერ მოიტანა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო კონსენსუსი და თანასწორობა, რაც ვერ მოიტანა ხაზარაძის მხარემ.
“გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან ვერ მოიტანა. როდესაც შედიხარ სხვა პარტიის ნომრის ქვეშ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხომ უნდა მონაწილეობდე?! პარტიის დათმობის საპირწონედ, საუბარი იყო პოლიტსაბჭოში გადაწყვეტილების მიღებაზე, პარიტეტის წესის დაცვაზე. სამი დღის განმავლობაში მან (ხაზარაძემ) ეს არ და ვერ მოიტანა. ჩვენ თანასწორობაზე ვსაუბრობდით, მას უნდა მოეტანა ის, რასაც გვთავაზობდა. ჩვენ მათ შევთავაზეთ ასეთი პრინციპი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიგვეღო, მათ უნდა მოეტანათ თავიანთი ხედვა და კონსენსუსი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თაგები:
ნათია მეზვრიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს