ნათია მეზვრიშვილი – როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის საკუთარ კანდიდატს დააყენებს.
პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი კანდიდატების ვინაობას ჯერ არ ასაჯაროვებს, თუმცა აცხადებს, რომ მათ კანდიდატები რეგიონებშიც ეყოლებათ და დეტალები მალე გახდება ცნობილი.
“როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. დეტალებს, ვინ იქნება, როგორ იქნება, საზოგადოება მალე გაიგებს”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
თაგები:
ნათია მეზვრიშვილი




