ნათია თურნავა – გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკის მკვლელობას.
“ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა წესის დაცვით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, კოვიდპანდემიისა და ცვალებადი ვითარების მიუხედავად, კვლავ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, – განაცხადა თურნავამ.
შანაე ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა