ნათია თურნავა – ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს, ჩვეულებრივი ამბავია

ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს.
“არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად, ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი”, – აღნიშნა თურნავამ.
9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, წლის ბოლომდე კი მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.





