ნათია თურნავა – შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან


ავტორი
Front News საქართველო
“თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე.
თურნავას განმარტებით, დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს სურთ მთავრობის გადადგომა, მაგრამ “ვერ ეღირსებიან”.
“ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა, ვინც აგრესიაში მონაწილეობდა, სათანადოდ დაისაჯოს.
შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, გადადგეს მთავრობა, იყოს ქაოსი, არეულობა, დესტრუქცია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვერ ეღირსებიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი და განვითარება”, – განაცხადა თურნავამ.
მისივე განცხადებით, პრემიერის გადაყენება “რა თქმა უნდა, არ განიხილება”.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი და უპირობო, გადადგეს და დაისაჯოს პრემიერ-მინისტრი”

თინა ხიდაშელი – ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა

თეა წულუკიანი – ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს, პრემიერი კი არა ოპოზიცია უნდა გადადგეს