
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო-ს წევრობას ასახელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-სთან ურთიერთობებში ყველაზე აქტუალური საკითხი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შესაძლებლობაა.
„ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. ნატო არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასასრულებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება ნამდვილი სიგნალი რუსეთისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან დონბასში ვითარების გამწვავების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის ზრდა. მან ასევე სტოლტენბერგს უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ჯარების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, მეტი ყურადღება დაუთმონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და გააძლიერონ აღნიშნულ რეგიონში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს