
ავტორი
Front News საქართველო
ეს სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება თვითონვე აჩქარებს თავის პოლიტიკურ აღსასრულს, – ამის შესახებ საპარალამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დეპუტატმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ოპოზიციის აქციებზე მიმდინარე დაკავებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პოლიცია ასრულებს ბრძანებას, რომ განსაკუთრებული დაუნდობლობით დააკავონ მოქალაქეები.
“ხელისუფლება ახლა გადასულია ტერორზე. ნაბრძანები აქვთ პოლიციელებს შეასრულონ ბრძანება, რომ მოქალაქეების მიმართ გამოიჩინონ დაუნდობლობა.
ხელისუფლებას ეშინია ადამიანების შეკრების, ადამიანების საუბრის, ეშინია მშვიდობიანი აქციის, ეშინია პულივიზატორის. ეს ნიშნავს, რომ ის არის ძალიან სუსტი, მაგრამ თავისი პოლიციური ძალით უნდათ ხალხს უძლებელობა დაანახონ, მაგრამ ეს სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება თვითონვე აჩქარებს თავის პოლიტიკურ აღსასრულს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გამართულ აქციებზე 46 ადამიანი დააკავეს.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს