ნატო პოლონეთსა და ალიანსის რვა სხვა წევრ ქვეყანაში სამხედრო წვრთნებს იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
ნატო პოლონეთსა და ალიანსის წევრ რვა ქვეყანაში სამხედრო წვრთნებს – „ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება“ იწყებს, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„2022 წლის 1 მაისიდან 27 მაისამდე, წვრთნები Defender Europe 2022 (DE22 – „ევროპის დამცველი“) და Swift Response 2022 (SR22 – „სწრაფი რეაგირება“) პოლონელი ჯარისკაცების მონაწილეობით ჩატარდება“, – აღნიშნულია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ Defender Europe 22 საერთაშორისო ერთობლივი და რეგულარული სწავლებაა, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ, რათა გაზარდოს მზადყოფნა და თავსებადობა აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.
წვრთნებში, რომელიც პოლონეთისა და ნატო-ს 8 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება, საერთო ჯამში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან 18 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 7000-მდე ჯარისკაცი და 3000 ერთეული ტექნიკა პოლონეთშია დისლოცირებული.
პოლონეთის არმიის ჯარისკაცების გარდა, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს