ნატო რუსეთისა და ჩინეთის საფრთხის გამო მეტი ბირთვული იარაღის განლაგებას განიხილავს


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე ალიანსის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მეტი ბირთვული იარაღი განათავსონ.
მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს თავისი ბირთვული არსენალი, რათა პირდაპირი გზავნილი გაუგზავნოს მტრებს.
სტოლტენბერგის თქმით, მონაწილეებს შორის გაიმართა პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და ლოდინის რეჟიმში გადაყვანის შესახებ.
“მე არ განვიხილავ ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. სწორედ ამას ვაკეთებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ბირთვული გამჭვირვალობა ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს.
“გამჭვირვალობა გვეხმარება მკაფიო გზავნილის გადმოცემაში, რომ ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ბირთვული ალიანსი. რა თქმა უნდა, ნატოს მიზანია სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში სამყაროა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ჩინეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს თანამედროვე იარაღში, მათ შორის მის ბირთვულ არსენალში, რომელიც სტოლტენბერგის თქმით, 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაიზრდება.
“და ეს ნიშნავს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ნატო შეიძლება დადგეს იმის წინაშე, რასაც აქამდე არასდროს შეხვედრია და ეს არის ორი პოტენციური მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღით – ჩინეთი და რუსეთი. ამას, რა თქმა უნდა, აქვს შედეგები“, – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს