Logo

ნატო რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებულ ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
558
Frontnews image description

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს შეიარაღებულ ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან განათავსა საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად.

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები