Logo

ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა ლოჯისტიკის სპეციალისტებს დაგეგმვის პროგრამის შესახებ ლექცია ჩაუტარა

სამხედრო
1230
Frontnews image description

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა ნატოს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და ნატოს სტანდარტებით ლოჯისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. 

 

ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციის მთავარ მიზანს ნატოს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS ნატოს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს. 

 

ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის ზრდას.

Advertisement