ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება.
“პოლიტიკოს“ ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე შესაძლო კანდიდატები იყვნენ ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი.
იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ის აღნიშნულ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. მისი შემცვლელის ვინაობა მომავალ წელს დასახელდება.
თაგები:
ნატო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს