ნატო-ს სამიტი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლები “ევროპის უნივერსიტეტში”


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს მადრიდის სამიტი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის უსაფრთხოება – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც “ევროპის უნივერსიტეტში” მყოფი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე საუბრობენ.
საჯარო ლექცია, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ესწრებიან, უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
ლექციას JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის ლიდერი, ვიცე-პოლკოვნიკიპერ-ივარ პედერსენი (ნორვეგია) და ამავე ჯგუფის წევრი, კაპიტანი ჯეკ ბეკეტი (დიდი ბრიტანეთი) წაიკითხავენ.
აღსანიშნავია, რომ ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტია, რომელიც მადრიდში დღეს იწყება.
ამ კონტექსტში საუბარი შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივას და სამიტის მოლოდინებს.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი