ნატოს ახალი გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა
უკრაინა
1479

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 3 ოქტომბერს, ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება 1 ოქტომბერს გადაიბარა და უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელება ერთ-ერთ პრიორიტეტად პირველივე დღეს დაასახელა.





