ნატოს გენერალი - უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია


ავტორი
Front News საქართველო
ნატო მიიჩნევს, რომ უკრაინაში უცხოური კონტინგენტის განლაგებაზე საუბარი ნაადრევია, ეს საკითხი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ჯარების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოჭრეს, შესაძლოა, ორმხრივადაც, თუმცა, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა“, - აღნიშნა მან.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიები კონტექსტს უნდა განსაზღვრავდეს. მაგალითად: ადგილზე, ვინ წყვეტს, იყო თუ არა შეთანხმების დარღვევა, ვინ ავითარებს ჩართულობის წესებს, კონტინგენტი მხოლოდ დაკვირვებას უნდა ახორციელებდეს თუ ასევე თავს იცავს და რა იარაღით.
"არაფერია დანამდვილებით ცნობილი. ჩემს რეგიონში არც კი ვიცი, რეალურად არიან თუ არა ჯარისკაცები ხელმისაწვდომი და შესაძლოა, ვინმემ განიხილოს ჯარისკაცების გაგზავნა ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. ყველაფერი ღიაა. ერთი მტკიცე არგუმენტით: ნატო, უპირველეს ყოვლისა, ერთგული რჩება წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების დაცვის“, - განაცხადა დრაგონემ.
"მსურველთა კოალიცია“, რომელიც 30 სახელმწიფოს მოიცავს, მზადაა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. კოალიციის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა, განათავსონ შემაკავებელი ძალები უკრაინის ტერიტორიაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი შეუერთდება გარანტიებს, მაგრამ მათ განხორციელებაში მთავარი როლი ევროპულ სახელმწიფოებს უნდა ეკუთვნოდეთ. ამავდროულად, აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობას, თუმცა ტრამპი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამერიკული ჯარების გაგზავნას.
მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩინეთიც შეუერთდეს უსაფრთხოების გარანტიებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ვერ იმოქმედებს გარანტორის როლში.
Welt-ის ცნობით, პეკინმა შეიძლება ჯარები გაგზავნოს უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ გაეროს მანდატით.
თაგები:
ჯუზეპე კავო დრაგონე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს