ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა რუსეთის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო აგრესორი ქვეყნის ტერორისტული რეჟიმი – რაშიზმად, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ ჩერნევმა განაცხადა.
მისი თქმით, ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე დეკლარაცია ერთხმად იქნა მიღებული.
“გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა თავიანთი ქვეყნების მთავრობებს, ღიად გამოაცხადონ ვილნიუსის სამიტზე, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და შეთანხმდნენ უკრაინის ნატოში შესვლის შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე“, – წერს ჩერნევი.
მან დეკლარაციას უკრაინის დიპლომატიური გამარჯვება უწოდა.
დეკლარაციაში საუბარია საერთაშორისო ტრიბუნალის მხარდაჭერაზე, უკრაინის გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ დახმარებაზე, რაშიზმის იდეოლოგიის დაგმობაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ასევე სანქციებზე, რეპარაციებზე, მარშალის გეგმაზე და სხვა.
“ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის საფუძველი ჩაყრილია. ალიანსის ქვეყნების პარლამენტარებმა თავიანთი პოზიცია გამოთქვეს. ახლა ეს მთავრობების გადასაწყვეტია”, – აღნიშნა მან.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fcherneve%2Fposts%2Fpfbid022iKMBSq9fQSyU3aUb9iUzxEDXvJLaKVz1JYGLiMqVBBxTQiFEFPWzP2r2TZPEmCNl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”594″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს