Logo

ნატოს წევრები სტოლტენბერგს უფლებამოსილებას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ

მსოფლიო
333
Frontnews image description

4 ივლისს, ნატოს წევრები გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

“ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბოლო კვირებში აქტიურად ვრცელდებოდა და მოსალოდნელია, რომ ნატოს ელჩები, სავარაუდოდ, ოფიციალურად დაამტკიცებენ უფლებამოსილების გახანგრძლივებას სამშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე”, – განაცხადეს დიპლომატებმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

 

ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 64 წლის იენს სტოლტენბერგს ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს ეწურება, თუმცა როგორც ჩანს, ის ამ თანამდებობაზე კიდევ 12 თვით დარჩება.

 

თებერვალში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას, თუმცა ნატოს წევრებმა სთხოვეს მას დათანხმებულიყო, უფლებამოსილების გაგრძელებას მას შემდეგ, რაც შემცვლელზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

 

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად განიხილებოდა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ სურს ამ თანამდებობის დაკავება და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, რომელიც საჯაროდ ამტკიცებდა, რომ ამ პოსტზე იგი კანდიდატი არ არის. 

 

იენს სტოლტენბერგი ნატოს მე-13 გენერალური მდივნის თანამდებობას  2014 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებს.

Advertisement