
ავტორი
Front News საქართველო
"ნაცები გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, ქართული ოცნება გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. ნუ რეალურად ეს ყველაფერი არის სასაცილო, ტყუილი, ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს", – ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს და მას ტყუილს უწოდებს.
მისივე თქმით, ფინანსები იქნება ღია, როცა პარტია დაფუძნდება.
"ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება, ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან და ყველა შეძლებს ამის ნახვას, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა კეზერაშვილზე სასაცილოა უბრალოდ", – აღნიშნა ბუჩუკურმა
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს