Logo

“ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება

პოლიტიკა
540
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბოიკოტს წყვეტს და  საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც დეკანოიძემ განმარტა,  პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ღერძი იქნება თუ როგორ ეპყრობა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს რეჟიმი.  მისივე თქმით, პარტია ამ საკითხზე საგამოძიებო კომიის შექმნასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებს. 

 

“შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და დღესვე ვიწყებთ ხელმოიწერების შეგროვებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა. შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობაც” თუმცა პარტია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
  

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები