
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სიკეთით, ნიჭითა და პრინციპულობით სავსე ადამიანის, ქართველი პატრიოტის, მსახიობისა, მომღერლისა და ჩვენი თანაგუნდელის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
დაგვტოვა ადამიანმა, რომელმაც შექმნა ეპოქა კინოში, სცენასა და ცხოვრებაში.
მის განსახირებულ კინოგმირებთან და სიმღერებთან ერთად მუდმივად გვახსოვს მთავარი – როგორ დატოვა მან რუსეთი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და როგორ ედგა უკრაინას გვერდში, იცოდა რა თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
ბუბა კიკაბიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს