Logo

“ნაციონალური მოძრაობა” დღეიდან რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრებს იწყებს

საზოგადოება
541
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეიდან რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრებს იწყებენ. კონსულტაციები კახეთიდან დაიწყო. ნიკა მელია პარტაქტივს დღეს თელავში ხვდება. 

"ყველას შევხდები და ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. ის, რომ დღეს ვარ თელავში, არის ნაწილი ჩემ მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის. მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით, რომ საფრთხე არის ოლიგარქიული რეჟიმი, ეს არის საფრთხე ეროვნული, სოციალური უსაფრთხოებისთვის და  ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ამ ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, რომ თელავიდან, მე უკვე დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ამის პირობას ვდებ. გვჯერა, რომ ვართ მართლები და რამ უნდა შეგვიშალოს ხელი? ციხემ შემიშალა ხელი? არამგონია, გაცილებით უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე მანამდე. განცდა მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანის  ენერგია მომეცა, ეს ყველაფერი უნდა გადაედოს ახლა მთელს საქართველოს", – განაცხადა მელიამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები