
ავტორი
Front News საქართველო
პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრებმა გიორგი ონიანმა და ზვიად კუპრავამ საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
საკრებულოს წევრებმა ინიციატივა გამოთქვეს დედაქალაქში არსებულ უსახელო სკვერს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის თავისუფლების დასაცავად დაღუპულ ქართველ გმირთა სახელები მიენიჭოს და მათი სახელობის მემორიალი დაიდგას.
“ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანია მათი ოჯახის, მეგობრების და ახლობლებისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს მათი გმირების შესახებ. ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას, თუ რომელი პარტიის ინიციატივაა აღნიშნული და უარს ნუ იტყვით ქვეყნისთვის, მომავალი თაობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის მისაღწევად აუცილებელ ნაბიჯზე“, – განაცხადა გიორგი ონიანმა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზვიად კუპრავამაც ისაუბრა.
“ეს გმირები არ არიან რომელიმე პარტიული კუთვნილება, ისინი საქართველოს შვილები არიან და მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ ნუ განიხილავთ ამ საკითხს პარტიულ ჭრილში“, – აღნიშნა ზვიად კუპრავამ.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს თხოვნით მიმართეს, დაჩქარებული წესით მოხდეს უსახელო სკვერის მოძიება, მისი სახელდება და სკვერში ქართველ გმირთა მემორიალის განთავსება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს