
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას და ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, თავს დაესხნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ – ირაკლი ეძგვერაძეს.
ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.
მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. “სამართალდამცველებმა” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს “რუსული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება.
“ქართული ოცნების” რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!” – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს