
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში. მათი კიდევ ერთი სირცხვილი იქნება, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შევა, პარტია კიდევ უფრო ჩამოიშლება.
„მე ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინაც და ერთი თვის წინაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და შემოვლენ კიდეც. თუ არ შემოვლენ, დაემართებათ ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში – ყველა შემოვა და პარტია იტყვის, არ შემოვდივარო. მაგრამ ამ შემთხვევაში მოლოდინი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად შემოვლენ და ეს იქნება კიდევ ერთი სირცხვილი მათი, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი მათი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს. რა თქმა უნდა, ისინი შემოვლენ, რადგან ძალიან უნდათ შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს არიან ჩამოშლილი.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაზე მოაწერენ ხელს და რაზე არა, ეს დოკუმენტი მუშაობს. ის, რომ ზოგადად ეს არის ანტიდასავლური ძალა, არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ როგორც ქმედებებით, ისე თავისი განცხადებებით. ამ განცხადებებში ყველაზე დიდი მაინც ის არის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ხოლმე ევროპის მისამართით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს