
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სიების აღდგენით მოხდება იმ პროპორციის აღდგენა, რაც მართალია გაყალბებული, მაგრამ მაინც არჩევნებით მიანიჭა პარტიებს.
“იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი, ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს