Logo

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ტალახი ჩვენზე იყოს ნასროლი და თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდეს პარლამენტში”

საზოგადოება
297
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, პარლამენტში თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდეს, მანამდე კი ტალახს იმ ადამიანებს ესვრის, რომლებმაც შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

"პარტია რა თქმა უნდა, იღებს პასუხისმგებლობას, როცა მოვაწერეთ ხელი პუნქტების შესრულებაზე, მაგრამ ეს არ არის ცალსახა. აქ აუცილებელია "ქართული ოცნების" წნეხის გაძლიერება. ნაცვლად ამისა, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციური კოლეგა ჩუმად მაინც იყოს, ასე ვიტყვი პირდაპირ, ცდილობს დააკნინოს მიღწეული შეთანხმება. ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს პარლამენტში შევიდეს რაც შეიძლება ნაკლები ზიანით. ის სიკეთები, რასაც ითვალისწინებს შეთანხმება, მიიღოს ისე, რომ პასუხისმგებლობა და ძირითადი ტალახი ჩვენზე იყოს ნასროლი და თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდეს  შემდეგ პარლამენტში", – განაცხადა მანჯგალაძემ.

თაგები:

Advertisement