Logo

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

საზოგადოება
383
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ფორმულას" ინფორმაციით, ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.

უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება. 

შსს ეს ბაზა ახლოს არის ენმ-ის მთავარ ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

პარალელურად, მიმდინარეობს ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სასამართლო სხდომა. მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და მას, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც დაიცავენ. 

თაგები:

Advertisement