Logo

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ

საზოგადოება
1057
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. შსს-ს წარმომადგენლები ოფისში შესვლას ცდილობენ და მოუწოდებენ შეკრებილებს, შესასვლელი გაათავისუფლონ.

მათი თქმით, მათთვის ცნობილია, რომ ნიკა მელია ოფისში იმყოფება და სურს, მათთან გასაუბრება.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ადვოკატი, რომელიც მიმართავს სამართალმცველებს, რომ შეუძლიათ მას გადასცენ, თუ რამე აქვთ ჩასაბარებელი, თუმცა პოლიცია უარს აცხადებს.

"მე ვარ ნიკა მელიას ადვოკატი და შეგიძლიათ, ჩამაბაროთ თუ რამე გაქვთ ჩასაბარებელი, მაგრამ როგორც გაქვთ, არაფერი გაქვთ ჩასაბარებლი", – მიმართა დიმიტრი საძაგლიშვილმა პოლიციელებს.

მას შემდეგ, რაც მათ შეკრებილებმა ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს, მათ ტერიტორია დატოვეს.

თაგები:

Advertisement