“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული
საზოგადოება
1039

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ.
ენმ-ის ოფისში ელოდებიან, რომ დღეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაიწყება ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია.
მელიას მხარდამჭერების აზრით, სწორად ამიტომ იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები ენმ-ის ოფისთან.
თაგები:





