
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. ამის მაგალითად მას, ნიკა მელია მოჰყავს, რომელიც მისი მტკიცებით ციხიდან არ გამოდის, "იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით".
"საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით არის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად პირველ ადგილას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის შემდეგი: "ნაციონალური მოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით", – განაცხადა ოხანაშვილმა.
გუშინ, 28 აპრილს, ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსი ყველა მიმართულებით გაუარესებულია და ქვეყანა 10 წლის წინანდელ პოზიციაზე ბრუნდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს