Logo

“ნაციონალური მოძრაობის” რიგები წალენჯიხასა და ახალქალაქში დატოვეს

პოლიტიკა
1261
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წალენჯიხასა და ახალქალაქში პარტიის რიგები დატოვეს და არჩევნებიდან მათი კანდიდატურები მოხსნეს. 

 

კერძოდ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სოფლები  ჭალე-მუჟავა), დავით ხასაიამ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. მან ასევე დატოვა პარტიის რიგები. 

 

გარდა ამისა, ენმ-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის #13-ე ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალიკო ქოჩოიანმა დატოვა პროპორციული სია და პარტია.

Advertisement