“ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.
ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს პოლიტიკურად დევნილი და პატიმარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მნიშვნელოვანია, პარტია საგარეო მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.
“მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ “ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით ის გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.
ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მანიფესტს არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პირველად არის, რომ ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავის დღის წესრიგში ჩართეს საქართველოს საკითხი