
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და გენერალური მდივნის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარტიის სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნად ედო ჯავახიძე დაინიშნა.
“ედო არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას აქვს აქტივიზმის დიდი გამოცდილება, ის წლების მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აჭარაში.
ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუშაობდა ორგანიზაციაში “სოლიდარობის თემი“, რომელსაც ეფექტური მუშაობისთვის მიღებული აქვს სახალხო დამცველის ჯილდო – “ტოლერანტობის ქომაგი“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური და საკუთარი საქმის კონტექსტის კარგად მცოდნე ადამიანი ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში”, – აცხადებენ პარტიაში.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს