
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა. პარტიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 49 756 ადამიანი დარეგისტრირდა.
ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს