
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება.
“რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის “ბლოკჩეინი” სისტემის გამოყენებით.
უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია იხელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია პარტიის ოფიციალურ “facebook” გვერდზე.
რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება: 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე”, – აცხადებენ პარტიაში.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს