
ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა აქცია გამართეს. მათ სამმართველოს შენობასთან ბანერი “თავისუფლება მიშას” გამოფინეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და ადამინების პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებენ. ისინი ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებას მოითხოვენ, ამასთან პოლიციას მიმართავენ, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას და “უსაფუძვლო ჯარიმებით ნუ დაახჩობენ”.
“ვაპროტესტებთ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ამის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილი. ასევე მოვითხოვთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. პოლიციის მთავარი საქმეა კრიმინალის დევნა და ჩვენ თავი დაგვანებონ.
ამიტომ მოვედით აქ იმის სათქმელად, რომ 21 დეკემბერი არის მნიშვნელოვანი დღე, ვიქნებით აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, უკან რომ დავბრუნდებით, გვექნება აქციები ყოველდღოურად, ვაფრხთილებთ, რომ ნუ დაგვაკავებენ, ნუ დაგვაპატიმრებენ, ნუ შეგვიზღუდავაენ გადაადგილებას და ნუ დაგვახრჩობენ ჯარიმებში”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს