“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი მიუტანეს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ, პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი მიუტანეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამით გუშინ, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ გამართული ვახშამი გააპროტესტეს.
“უნიათო, კორუმპირებული, უსირცხვილო მთავრობის თავმჯდომარე მთელი მთავრობის შემადგენლობით გუშინ, მოქალაქეების, ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფობდა რესტორანში. ამიტომ, მოვუწოდებ, დროულად დატოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად თანამდებობა. მთელი ქვეყანა გლოვობს ამ ახალგაზრდა ოპერატორს და ამათ რა აქეიფებდათ გუშინ?”- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიშა ბოლქვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს