
ავტორი
Front News საქართველო
ხელვაჩაურში, სიღნაღში, ზესტაფონსა და ბორჯომში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას მოითხოვენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქცია გაიმართება ყველა ქალაქში, ბოლოს კი დედაქალაქში შეიკრიბებიან.
“პროტესტი იქნება ყველგან, ყველა ქალაქში. საბოლოო ჯამში, ცხადია, თავს მოიყრის დედაქალაქში. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები მოვლენების განვითარებას დაელოდონ. ძალიან მძიმე იქნება მათთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აქცია ხვალ კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს