“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის ეთიკის საბჭოს სარჩელით მიმართა


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს სარჩელით მიმართეს. სარჩელში სასესიო დარბაზში შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ზარქუასა და ლევან მგალობლიშვილის მიერ ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაა დაგმობილი.
ისინი ფაქტზე შესაბამისს რეაგირებას მოითხოვენ, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
“ეთიკის კომიტეტი ვალდებულია, რომ განიხილოს ეს საკითხი და ვალდებულია, გამოიტანოს დასკვნა რაც მოხდა იქ. რეალურად გამოსაძიებელი არაფერია. თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ რაც ხდებოდა, მაგრამ ფორმალურად მაინც უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ასეთი საქციელი პარლამენტში უნდა შეჩერდეს, უნდა აიკრძალოს”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს